ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის მთავარი მიზნებია:
- ამერიკისმცოდნეობის სწავლების გაუმჯობესება
- სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მასშტაბებისა და ამოცანების გაზრდა
- პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება
- ამერიკის შესახებ ობიექტური და პროფესიული ინფორმაციის გავრცელება უნივერსიტეტის არა მარტო პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შორის, არამედ ფართო საზოგადოებაშიც
- ქართული ამერიკისმცოდნეობის ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიეროკვლევით და საგანმანათლებლო პროცესებში
- ქართულ-ამერიკული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა
- ამერიკული ღირებულებების, დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკის, კულტურის პოპულარიზაციის, შეერთებულ შტატებზე არსებული ძველი სტერეოტიპების მსხვრევის ხელშეწყობა.
- ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შორის. ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ინსტიტუტის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:
- ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტოტო პროგრამების დახვეწა
- არა მარტო ამერიკელი, არამედ ევროპელი ექსპერტების უფრო ფართოდ ჩართვა სწავლების პროცესში (ვიდეო-კონფერენციების გზით ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ამერიკისმცოდნეების მოკლე სალექციო კურსების შეთავაზება, ამავე გზით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთობლივი დისკუსია-სემინარების ჩატარება, გაცვლითი პროგრამების მომზადება)
- ერთობლივ პუბლიკაციებზე მუშაობის გაგრძელება (ამერიკის შესწავლის კრებულები) და ახალი პუბლიკაციების მომზადება:
- “ამერიკის შესწავლის კრებულის” კონცეფციის დახვეწა, კერძოდ, თემატური კრებულების მომზადება და რედკოლეგიაში შესაბამისი სპეციალობების მოწვეული სამეცნიერო რედაქტორების ჩართვა.
- ინგლისუერენოვანი ანოტაციების გაზრდა და უცხოელი მკვლევრების სტატიების ინგლისურ ენაზე გამოქვეყნება.
- ამერიკისმცოდნეობაში ახალი პუბლიკაციების, დოკუმენტური ფილმების, აუდიო მასალებისა და გამოფენების ანოტაციების მომზადება.
- სტატიების ხარისხისადმი მოთხოვნების ამაღლება და ქართველი მკვლევრების შესაბამისი თემატიკის საერთაშორისო სტანდერტების დონეზე მომზადებული სტატიების გარდა, უცხოელი ამირიკისმცოდნეების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნება.
- სტუდენტების საუკეთესო სტატიების კრებულში ჩართვა ან ცალკე კრებულის სახით გამოცემა.
- მონოგრაფიების, სალექციო კურსებისა და სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა
- აღნიშნული პიბლიკაციების არა მარტო საქართველოში, არამედ ინგლისურ ენაზე მის ფარგლებს გარეთაც გავრცელება.
- სადოქტორო ნაშრომებზე მუშაობისას, ამერიკელი და ევროპელი პროფესორების თანახელმძღვანელობა.
- ამერიკისმცოდნეობის ქართული სასწავლო ლიტერატურის (ზოგადი სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები) შექმნა.
- ამერიკული და ევროპული სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომების ქართულად თარგმნის ორგანიზება, ფართო საზოგადოებისათვის მათი გაცნობის მიზნით.
- ამერიკისმცოდნეთა საერთაშორისო კონფერენციების, თემატური კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სემინარების ორგანიზების გაგრძელება და მათში მონაწილეობის მიღება.
- ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის (სიმპოზიუმის) მუშაობა, სადაც ამერიკისმოცდნე მკვლევრები, მათ შორის, დოქტორანტები თავიანთი ნაშრომების აპრობაციას მოახდენენ.
- ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ვებგვერდის განახლება და მასზე ქართველი ამერიკისმცოდნეების საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და მათი ნაშრომების განთავსება, ლინკების გაკეთება ამერიკისმცოდნეობის წამყვანი ცენტრებისა და მათი პუბლიკაციების მარტივად მოსაძიებლად.